ქართული ოცნება

აბესაძე: თუ მიმინოშვილი კოლეგებს ღილაკების გარჩევაში ავარჯიშებს, შეიძლება სიკეთე მოიტანოს

თუ ქალბატონი მიმინოშვილი ჩვენს კოლეგებს ავარჯიშებს ღილაკების გარჩევაში, ეს შეიძლება სიკეთის მომტანი იყოს ქვეყნისთვის. მეტი ნამდვილად წარმოუდგენელია რომ ამან რაიმე სასარგებლო მოიტანოს ქვეყანას. სასაცილოა ვსაუბრობდეთ, რომ ქალბატონი მიმინოშვილი არჩევს კადრებს. ყველამ კარგად იცის ვინ არჩევს ქვეყანაში საპასუხიმგებლო თანამდებობებზე კადრებს. ვინ იღებს სამსახურში მინისტრებს და ვინ უშვებს მათ ნების საწინააღმდეგოდ. ეს არის თავად ივანიშვილი, ხოლო მის მიერ შერჩეული კადრები როგორ მართავენ ქვეყანას ამას უკვე ჩვენი დახასიათება არ ჭირდება. მოსახლეობა თავად ხედავს და თავის თავზე გრძნობს. ასე რომ არაფერი სასიკეთო აქედან, სამწუხაროდ ქვეყნისთვის არ იქნება.  

ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე ქართული ოცნების წევრების გადამზადებას ეხმაურება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ქართულ ოცნებაში გააგრძელებს საქმიანობას. როგოც ტაბულას "ოცნებაში" უთხრეს "მისი საქმე პარტიის წევრების ტრენინგი და გადამზადება იქნება"

კომენტარები