2020 წლის არჩევნები

თალაკვაძე: მიმინოშვილი დაგვეხმარება, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის გუნდი განვაახლოთ

გიდასტურებთ რომ მაია მიმინოშვილი შემოუერთდა ჩვენს გუნდს. ის არის ძალიან გამოცდილი პროფესიონალი. ადამიანი, რომელმაც შრომისმოყვარეობით დაამტკიცა, რომ შეუძლია შედეგების დადება. ის დაგვეხმარება, ჩვენთან ერთად იმუშავებს იმაზე, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის ჩვენ გავაკეთოთ გუნდის განახლება. წევრები რომლებიც გამოცდილები არიან და წარმატებულები არიან, ვისაც აქვს საზოგადოების ნდობა, დარჩნენ გუნდში და ასევე შემოვიყვანოთ ახალი წევრები, ყველა თაობის წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენი განახლებული პროგრამის და განახლებული გუნდის ნაწილი იქნებიან 2020 წლისთვის. სწორედ ამაში დაგვეხმარე ქალბატონი მაია. აქ არის საკმაოდ ძლიერი გუნდი მასთან ერთად ვინც იმუშავებს ამ საკადრო მიმართულებით, ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს კონსულტაციები და მოლაპარაკებები ყველა თაობის წარმომადგენლებთან, ძალიან წარმატებულ და ცნობად ადამიანებთანაც, ახალგაზრდებთანაც, რომლებსაც გარკვეული წარმატება უკვე დაუგროვდათ და მინდა გითხრათ, რომ 2020 წელს ქართული ოცნება ძალიან ძლიერი გუნდით და რაც მთავარია, ძალიან ძლიერი პროგრამით გამოვა.

ქართული ოცნების ლიდერი არჩილ თალაკვაძე საუბრობს მაია მიმინოშვილის საქმიანობის შესახებ ქართულ ოცნებაში, ტვ პირველის ეთერში.

კომენტარები