ქართული ოცნება

ბოკერია მიმინოშვილზე: სასაცილოა, ასეთი ხელისუფლების ყოლა, ვიღაცამ რომ უნდა გადაამზადოს

სრულიად უიმედო ამბავია ივანიშვილის გუნდის რაიმე სახით, არათუ განახლება, არამედ საითმე დაძვრაც კი. იმიტომ, რომ ფუნდამენტური პრინციპია აქ არასწორი, ამ კაცს აქვს ამოცანა, რომ გარშემო პოლიტიკური წონის არმქონე ხალხი უნდა ჰყავდეს და აქ ადამიანები უნდა იყვნენ გაერთიანებული ერთიანი ხედვით, ღირებულებებით, საით უნდა წაიყვანონ ქვეყანა და აქ ერთადერთი პრინციპია, ხელისუფლებაში ყოფნა და ივანიშვილთან ახლოს ყოფნა და მისი დამოკიდებულება, რომ ისინი წონით უნდა იყვნენ თითქმის ნულის ტოლი ფიგურები და აქედან არაფერი გამოვა.

რაც შეეხება იმას, რომ ვიღაც გადამზადებას ახდენს პოლიტიკური ლიდერების, ქალბატონ მიმინოშვილზეა საუბარი, ეს მართლა სევდიანი, მაგრამ ძალიან სასაცილო ამბავია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ასეთი ხელისუფლება გვყავს, რომ ვიღაცამ უნდა გადაამზადოს.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია მაია მიმინოშვილის საქმიანობის შესახებ ქართულ ოცნებაში რუსთავი 2-ის შესახებ.

კომენტარები