უგულავა: ხალხმა შინაგანად, ემოციურად, ივანიშვილი უკვე გაუშვა სახლში

ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ მშვიდად, არჩევნებით, 19 მაისს იქ სადაც შუალედური არჩევნები ტარდება და მომდევნო ერთი წელიწადი დავუთმოთ იმას, რომ დავანახოთ საზოგადოებას ალტერნატივა. ხალხმა შინაგანად, ემოციურად ივანიშვილი უკვე გაუშვა სახლში. ახლა მთავარია, რომ ეს დაფიქსირდეს ბიულეტინის დონეზე და არჩევნების დონეზე. ეს გარდაუვალია, იმიტომ, რომ 2020 არის ივანიშვილის ბოლო ვადა.

თქვა ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები