მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: 2011 წელს ივანიშვილი შემოაგდო რუსეთმა პოლიტიკაში, რადგან საერთოდ აღარ ჰქონდა ფული

ივანიშვილი 2012 წლისთვის იყო, პრაქტიკულად, უკვე გაბანკნოტების გზაზე შემდგარი. 2011 წელს ის საბოლოდ შემოაგდო რუსეთმა პოლიტიკაში იმიტომ, რომ საერთოდ აღარ ჰქონდა ფული და 2011-ში რუსებმა უთხრეს, რომ 2 მილიარდ დოლარს გაძლევთ შენი აქტივების გატანაზე თუ მოგვეხმარებისაქართველოს დამარცხებაში ომში. დიახ, დამარცხებაში, იმიტომ, რომ 2008 წელს საქართველო არ დამარცხებულა. მე მინდა ჩამოგითვალოთ, პრაქტიკულად გაკოტრებული ივანიშვილი 2011 წელს, სანამ გამოაცხადებდა რა აქტივებს ფლობს საქართველოში:

„ბანკი ქართუში მისი აქტივები 2012 წელს იყო 400 მილიონ ლარზე ნაკლები. 2012 წელს იყო 400 მილიონ ლარზე ნაკლები, დღეს არის დაახლოებით, 2 მილიარდი ლარი. ეს არის ფული ამოღებული ქართველების ჯიბიდან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის რუსეთიდან წამოღებული ფული, როგორც უყვართ ლაპარაკი. მის საკუთრებაში აღმოჩნდა სოლოლაკის ბიზნეს ცენტრის გარდა, რომელიც მანამდეც იყო - გალერეა თბილისი, პანორამა თბილისი, ერთ ლარად დათრეული, თბილისის ცენტრი. იუნიონ ლაგუნა ვერე 12 ათას 665, იპოდრომი ივანიშვილმა გააუქმა, აქსისის თაუერი, სასტუმრო სოლოლაკი ჰილსი, შენობა ერეკლეს მოედანზე, ყოფილი ჟურნალის სასახლე ერეკლეს მოედანზე, პარაგრაფრეზორთ სპა, შენობა კოლმეურნეობის მოედანზე, პირიმზე დაითრია, სასტუმრო საქართველოს შენობა, თბილისი, მელიქიშვილის გამზირი, ინტერპლასტი, ჰიდროელექტროსადგური, ჰაიდელბერგ ცემენტი, სასათბურე კორპორაცია, ის არის ყველაზე დიდი მიწათმფლობელი საქართველოში და სასათბურეებისმფლობელი - 393 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია.

„ჯერ იყიდა "თიბისის" აქციები 50 მილიონის, დაინტერესებული იყო, რომ აქციების ფასი გაზრდილიყო, ჯერ იყიდა აქციები, მერე "თიბისის" აჩუქა ლაზიკის პორტის პროექტი, რომელიც 2013-ში დასრულებული უნდა ყოფილიყო, საქართველოს რკინიგზის ანგარიშზე იყო 200 მილიონი დოლარი ლაზიკის პორტის დასასრულებლად. მიდიოდა გახურებული სამუშაოები. 200 მილიონი დოლარი გაქრა რკინიგზის ანგარიშიდან, გადავიდა თანაინვესტირების ფონდში, რომელიც არის ივანიშვილის ჯიბის ფონდი, 200 მილიონი დოლარი მოიპარა. ამის შემდეგ ყიდულობს 50 მილიონი დოლარის აქციებს თიბისის ბანკის, უფასოდ აძლევს თიბისის ლაზიკის პორტის პროექტს, მერე რუსეთიდან უქნევენ თითს, მოიცა, ეგ პორტი არ აშენდება, მერე ყიდის ამ აქციებს, სანამ ისინი კიდევ მაღალია და როგორც კი ყიდის აქციებს, ეგრევე ესხმის თავს "თიბისის" და ანადგურებს ბანკს და აჩერებს ლაზიკის პროექტს.

„პრეზიდენტის სასახლე თქვენ გგონიათ მარტო იმისთვის უნდათ, რომ გააუქმონ, რომ შუშის გუმბათი აღიზიანებს, მე ვიცი, რომ აღიზიანებს, სულ მაგაზე ლაპარაკობდა ხოლმე. არა, პრეზიდენტის სასახლე უნდა გადაკეთდეს თურმე ნაციონალურ მუზეუმად და ნაციონალური მუზეუმი დღეს არის თავისუფლების მოედანზე და თავისუფლების მოედანი მეჯღანუაშვილს უნდა თავისთვის, იმიტომ, რომ ეს არის პანორამა თბილისის ნაწილი.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილმა ამის შესახებ მიუნხენში ემიგრანტებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. სააკაშვილის ამ ვიდეოს რუსთავი ორი ავრცელებს.

კომენტარები