ხოშტარია: მეჩვენება, რომ ხელისუფლებას საერთოდ რეალობის აღქმა აღარ აქვს

მე მეჩვენება, რომ ხელისუფლებას საერთოდ რეალობის აღქმა აღარ აქვს და მეორე, რაც მეჩვენება, ეს არის წარმოუდგენელი შიში, პანიკური შიში ხელისუფლების დაკარგვის, რაც არანორმალურია იმიტომ, რომ ხელისუფლებები უნდა იცვლებოდეს. ეს არჩევნები იმისთვის არსებობს ზუსტად, რომ ახლა შუალედურია, დეპუტატების შეცვლის საშუალებაა, მერე 2020 მოვა, ხელისუფლებაც უნდა შეიცვალოს. უსასრულოდ ხომ არ იქნებიან? აი, ეს პანიკური დამოკიდებულება ამ არჩევნების მიმართ [19 მაისს დაგეგმილი შუალედური და რიგგარეშე არჩევნები], მეტყველებს იმაზე, რამდენად არ ესმით საერთოდ, ან დემოკრატია რა არის, ან რისთვის არიან მოსულები საერთოდ

ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია "დღის ამბებში" TV პირველზე საუბრობს 19 მაისს დაგეგმილ შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები