გოცირიძე: ღმერთი გავანაწყენეთ, მშობელი დედის პრივატიზება სახელმწიფო დონეზე მოვინდომეთ

ძალიან გავანაწყენეთ ღმერთი ქართველებმა. ჩვეულებრივი მკრეხელობა ხომ არ იყო, მშობელი დედის პრივატიზება სახელმწიფო დონეზე მოვინდომეთ.

ჯერ იყო და იმ დღესვე გაგვაფრთხილა, როცა პარლამენტმა კანონი მიიღო-ქართული ოცნების ზუგდიდის საარჩევნო
შტაბს მეხი დასცა. არაო, არ ირწმუნეს, დენის მოკლე ჩართვა იყოო. მერე იმ საზეიმო დღეს წვიმა, სეტყვა და ქარიშხალი მოგვივლინა. არც ამისთვის მიუქცევიათ ყურადღება. გაბრაზებულმა უფალმა ერთი ჭიქა შავი ღვინო ასვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და მეტყველების უნარი წაართვა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკური ხარვეზი იყოო. ახლა მორიგ სასჯელს უნდა ველოდოთ-გული მიგრძნობს დაადუმებს პარლამენტს.

სასჯელი დეპუტატებისთვის იქნება, თორემ ხალხისთვის ჯილდო.

იცის ღმერთმა თავისი საქმე

წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე facebook გვერზე.

კომენტარები