19 მაისის არჩევნები

თალაკვაძე: რეალური შანსები გვაქვს, რომ არჩევნების პირველივე ტურში გავიმარჯვოთ

ვხვდებით მოსახლეობას ყველა ქალაქში და ყველა სოფელში, რომელიც შუალედურ არჩევნებში მონაწილეობს. მინდა გითხრათ რომ რეალური შანსები გვაქვს, რომ პირველ ტურში გავიმარჯვოთ როგორც ზუგდიდის ოლქში, ასევე მთაწმინდის ოლქში. თუმცა მეორე ტურისთვისაც მზად ვართ, მზად ვართ პოლიტიკური კონკურენციისთვის. ვერც ამაში ვხედავ პრობლემას. მართალი გითხრათ, ეს დემოკრატიის და საარჩევნო სისტემის ნაწილია. თუმცა ჯერ კიდევ გვაქვს ერთი კვირა წინ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ კვირაში ბევრი აქტივობა გვაქვს დაგეგმილი. თემატური შეხვედრები გვაქვს კარდაკარ. სოფლებს, ქალაქების უბნებს მოვივლით და ვფიქრობ საზოგადოებას დავარწმუნებთ. ჩვენი მონაცემებით ჩვენ ამ მომენტში ვფლობთ უპირატესობას და გვაქვს რეალური შანსები, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვოთ

ამის შესახებ პალიტრანიუსის გადაცემა "საღამოს ნიუსრუმში" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ თქვა.

კომენტარები