ქანთარია ოპოზიციას: უნდა ვაღიარო, რომ ძალიან გიხდებათ ბატკნის ქურქი

ბოლო ხანებში ხშირად ვხედავ გარკვეულ მიზანმიმართულ ქმედებებს "ნაციონალური მოძრაობის" ორივე ფლანგიდან, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ სიტუაცია გადაიყვანონ აბსოლუტურად სხვა სიბრტყეში და ვფიქრობ რომ სამართალთან და სხვა კატეგორიებთან მათი საუბარი არის აბსოლუტურად გამორიცხული ხოლმე, თუმცა უნდა ვაღიარო რომ ძალიან გიხდებათ ბატკნის ქურქი, მაგრამ ისიც უნდა ითქვას რომ აქ ჩანს გარკვეული ბრჭალები 2012 წლამდე, რომელიც მოჭრილია მაგრამ მეტნაკლებად იზრდება და ეს არ გაძლევთ არავითარ საშუალებას იმისას, რომ ხალხმა სწორედ აი ის სამართლიანობის თეზისები, რომელიც ხშირად მოგაქვთ ხოლმე, ვინმემ დაიჯეროს. არ გამოდის ეს საქმე. ალბათ, რაღაც სხვა ხერხებზე უნდა გადახვიდეთ და დაემორჩილოთ სწორედ იმ წესებს, რომელიც არის მიღებული საერთაშორისო სამართლით. შეიძლება ყველას ეს არ ეხება პიროვნულად მაგრამ მცდელობა არის სწორედ როგორც სამეგრელოში ისე სხვა კუთხეებშიც ვხედავ ამ შუალედურ არჩევნებზე ეს არჩევნები მიუხედავად იმისა, რომ არის შუალედური, მაინც არის პრინციპული არჩევნები და დარწმუნებული ვარ, რომ სამეგრელოს მოსახლეობა არ გააცინებს მტერს. ღრმად ვარ დარწმუნებული. 

 

უმრავლესობის დეპუტატები ნუკრი ქანთარია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები