ბახტაძე ზუგდიდზე: ყველგან უზრუნველვყოფთ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს

ყველგან, სადაც არჩევნები ტარდება, ჩვენ უზრუნველვყოფთ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს, ისე, როგორც ამას ვაკეთებდით ყოველთვის, მას შემდეგ, რაც“ქართული ოცნება” არის ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ სხვადასხვა პროვოკატორებს არ უნდა მივცეთ საშუალება, ჩრდილი მიაყენონ ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს - დემოკრატიის ძალიან მაღალ ხარისხს. ბუნებრივია, თუ ვინმე კანონს დაარღვევს, მასზე რეაგირება იქნება შესაბამისი და ძალიან მკაცრი.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებითჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა. დღეს ზუგდიდის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსა და ტელეკომპანია "ოდიშის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ. შემთხვევა დადიანების სასახლის ეზოში მოხდა. რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს როგორ მისდევს რამდენიმე ადამიანი ფოტოგრაფს და რამდენჯერმე ხელს ჰკრავს მას. ასევე, ისმის გინება ქართულად და მეგრულად.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები