მე მგონია, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამ შეხვედრას არ უნდა დაესწრონ და ეს გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, გამომდინარე იქიდან, რომ გუნდიდან წასული დეპუტატების და გუნდიდან წასული მინისტრების შეხვედრაზე ჩვენ მგონია, რომ არაფერი გვესაქმება და ასევე საზოგადოებამ უკვე იცის და ხვდება კარგად კონკრეტულ მიზეზებს თუ რატომ გადადგა კონკრეტული ადამიანი თანამდებობიდან. დანარჩენი არის ნეგატიური პიარის ნაწილი, რაც მათი საქმეა, მათი უფლებაა, ეს გასაგებია, ყოველ შემთხვევაში განაწყენებული, გუნდიდან წასული ადამიანების შეკრებას ბუნებრივია ჩვენ არ დავესწრებით
საქართველოს პარლამენტი
მდინარაძე ქობულიაზე: განაწყენებული, გუნდიდან წასული ადამიანების შეკრებას არ დავესწრებით
tbl.ge/3or9
დაკოპირდა
ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის პარლამენტში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ. ცნობისთვის, გიორგი ქობულია, დამოუკიდებელ დეპუტატთა ინიციატივით, ხვალ, 15 მაისს, პარლამენტში ღია ფორმატის ფარგლებში მივა. გიორგი ქობულია ამბობს, რომ ის გადააყენეს და თანამდებობა თავისი ნებით არ დაუტოვებია.
ამავე თემაზე
- რაქვიაშვილი ელისაშვილზე: სულელი უნდა იყო, წამქეზებელს აყვე და ჩხუბი შენით დაიწყო
- მდინარაძე ელისაშვილზე: ქურდულად მოპარვა რომელ კაცობაში ზის, საკადრისი პასუხი გაეცემა
- მელია ელისაშვილს: გაგიმარჯოს
- მდინარაძე ივანიშვილზე: მორჩილება არ გვაქვს, თანაბარ საწყისებზე ვმართავთ პარტიას
- საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ღარიბაშვილის ქონებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს