რულოვსი: ზუგდიდში ჩემი გამარჯვება ნიშნავს, რომ "ოცნება" წავიდა დაღმართზე

ვგრძნობ ხალხის განწყობას და ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ. მე ვხედავ რომ ხალხი იბრუნებს ხელისუფლებას. 2016 რომ დავდიოდი მაშინ გეტყოდნენ კარგად, ახლა უკვე აღარ აქვთ ამისი ტავი და აი მე თვითონ მიკვირს, როგორ ვცხოვრობ, როგორ ვცოცხლობ. 

ახლა მართლა გადარჩენის ამბავია. ჩემში ხედავენ რაღაცა ბოლო იმედს. ეს ქალი თუ გაიმარჯვებს აქ იქნება უკეთესი სიტუაცია და ეს იქნება გარდატეხა ჩვენს გუნდში. ჩემში ხედავენ რომ არის რაღაც უკანა გზა. ჩვენ კიდევ გვაქვს იმედი და პერსპექტივა. ამიტომ მე ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი. ჩვენ ხმებს დავიცავთ. არამარტო ხმებს და უბნებს, დავიცავთ ამომრჩევლებსაც.  

"ოცნებას" არაფერი აღარ დარჩა გარდა შავი პიარის, დისკრედიტაციის და სულ ერთი და იგივე თემებით მოდიან რა. ჩემი გამარჯვება აქ ეს ნიშნავს, რომ ოცნება" წავიდა დაღმართზე. ეს არის ზუსტად რომ ხალხი იბრუნებს ხელისუფლებას. ეს არის კარგი ამბავი,

ოპოზიციური გაერთიანება ძალა ერთობაშიას ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი რუსთავის 2-ის გადაცემაში არჩევანი.

კომენტარები