ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც თითქოსდა თანასწორობის იდეებს უჭერდა მხარს, ეს დამოკიდებულება მკვეთრად დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელია და მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ადამიანების ჩამორჩენილად, ნაკლებად ცივილიზებულად მონიშვნას ახდენს. მის განცხადებაში მითითება "სუნის" თაობაზე ასევე ძალიან შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ჩანდა.
ბატონო მიხეილ, მინდა შეგახსენოთ, რომ ხულოს არამარტო სამხატვრო გალერეა, არამედ თეატრი, რამდენიმე ქორეოგრაფიული ანსაბლი და მათ შორის საქართველოში ანალოგის არ მქონე ქორეოგრაფიული ჯგუფი "ბერმუხა“ ჰყავს, რომლის წევრები (80 წელს გადაცილებული ბაბუები) თითქმის საუკუნეა საკუთარი ღვაწლით ინახავენ ქართულ ფოლკლორს.
შეგახსენებთ, ასევე, ხულოელებმა საუკეთესოდ ვიცით ქართული ენის, კულტურის, ხელოვნების, ლიტერატურის ფასი და ის ისტორიულად ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ამგვარი მითითებები საჯარო პირების მხრიდან ჩვენი ღირსების შელახვას იწვევს.
ბატონო მიხეილ, თქვენ ხულოელებს შეურაცხყოფა მიაყენეთ, თქვენ ბოდიში უნდა მოუხადოთ ხულოელებს