გიორგი ქობულიას გადაყენება

ქობულია: მოისმინეთ ჩემი დღევანდელი მოხსენება და შეიძლება ბევრ კითხვაზე გაიგოთ პასუხი

ძირითადი მიზანი ჩვენი დღევანდელი შეხვედრის არის, ღრმად ტექნიკური განხილვა, რაშიც გამოხატეს ინტერესი რიგმა დეპუტატებმა, რომ მათ გაიგონ ჩემი ხედვა. გარდა იმისა, რომ გაიგონ რა იყო გაკეთებული ამ 8 თვის განმავლობაში, გაიგონ აგრეთვე ჩემი ხედვა ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით, იქნება ღრმად საქმიანი საუბარი. მაქსიმალურად მოვარიდებთ თავს პოპულისტურ განცხადებებს. 

მე თანამდებობა ჩემი ნებით არ დამიტოვებია, მე ვიყავი გადაყენებული რა თქმა უნდა, ჩემი, როგორც ეკონომიკის მინისტრის გადაყენების პრეროგატივა აქვს პრემიერმინისტრს. მან დაწერა განცხადება. მე მგონია, რომ არაფერია იმაში გასაკვირი, რომ ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მმართველი პარტიის ლიდერთან კონსულტაციის შედეგად იყო მიღებული.

ეს იყო ჰქონდა მთელი რიგი მიზეზები, სადაც მე მხარს არ ვუჭერდი მთელ რიგ გადაწყვეტილებებს. მოისმინეთ ჩემი დღევანდელი მოხსენება და შეიძლება, ბევრ კითხვაზე გაიგოთ პასუხი.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია პარლამენტში მივიდა. შეხვედრა დამოუკიდბეელ დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივით იმართება. ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან შეხვედრა პარლამენტის კინოდარბაზში იმართება. მასზე დასწრება ყველა დეპუტატს შეეძლება.

კომენტარები