გიორგი ქობულია

ქობულია: არაფორმალურ თამაშის წესებზე მქონდა მოლაპარაკება სანამ დავინიშნებოდი

გაჟღერდა კითხვა, იყო თუ არა შეთანხმებული ხედვები [ივანიშვილთან]... დიახ, მე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი აღქმა მაქვს საქართველოს რეალობის. დამერწმუნეთ, რომ ბევრზე უკეთესად მესმის, რა არაფორმალური თამაშის წესები შეიძლება არსებობდეს. ამ არაფორმალური თამაშის წესებზე მქონდა ძალიან ღია და გახსნილი მოლაპარაკება სანამ ამ თანამდებობას დავიკავებდი და მქონდა სრული შეთანხმება იმაზე, რომ ჩვენ არ ვიმუშავებდით სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა წესებით. მაგრამ ეს ყველაფერი არ გამართლდა, რაღაც გამონაკლისები მოხდა სამწუხაროდ.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია პასუხობს კითხვას არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით

კომენტარები