საქართველოს პარლამენტი

კობერიძე ქობულიაზე: ამ გაბედული ნაბიჯისთვის ნამდვილად ეკუთვნის მადლობა

ფაქტობრივად უახლოესი 20 წლის განმავლობაში პირველი ასეთი ნაბიჯია ყოფილი მინისტრისაგან და ძალიან აქტიურად და მკაფიოდ საუბრობს იმ დარგში მიმდინარე, არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე, ზოგადად ხელისუფლებაში არსებულ პრობლემებზე. მინდა ვთქვა, რომ ამისათვის, ამ გაბედული ნაბიჯისთვის ქობულიას ნამდვილად ეკუთვნის მადლობა საზოგადოებისგან. ვიტყოდი, რომ ეს არის გარღვევა მენტალობაში, რომ ადამიანები, როდესაც მიდიან თანამდებობიდან ეს არ ნიშნავს, რომ უნდა გაქრნენ საზოგადოების თვალსაწიერიდან და ხმა არასდროს უნდა ამოიღონ.

უმრავლესობის ყოფილი წევრი ლევან კობერიძე ეკონომიკის ყოფილ მინისტრ - გიორგი ქობულიაზე. ქობულია პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

კომენტარები