გაოგნებული ვარ იმით, რასაც ვხედავ. ამას პირობითად დავარქმევდი პანკისი 2. რა ჩაიდინეს, რა დაარიგეს, რატომ დააბრუნეს უკან. თუ დასარიგებელი იყო მაშინ გვითხრან, რომ დასარიგებელი იყო. თუ დასაბრუნებელი იყო ე.ი. ვიღაცას რაღაც სერიოზულად შეეშალა. ისედაც დაძაბულ ვითარებას კიდევ მსგავსი მოქმედებები სჭირდება საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან რომ მოქალაქეებს კიდევ უფრო დაუქვეითდეთ ნდობა საარჩევნო პროცესისადმი. უბრალოდ გაუგებარია. გარდა ამისა ის კადრები რაც ვნახეთ, სამწუხაროდ, ყველა მეთოდით საარჩევნო წარმატების მცდელობა გრძელდება ამ ქვეყანაში და ხელისუფლებებმა დღემდე ვერც ერთმა ვერ ისწავლა ჭკუა რომ ამ გზით კიდევ უფრო ჩამოშორდება ხელისუფლებას
უსუფაშვილი ზუგდიდზე: ნანახით გაოგნებული ვარ, ამას პირობითად დავარქმევდი პანკისი 2
tbl.ge/3ov9
დაკოპირდა
შენების მოძრაობის ლიდერი დავით უსუფაშვილი რუსთავი 2-თან ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. გუშინ დილით ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსა და ტელეკომპანია "ოდიშის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ. შემთხვევა დადიანების სასახლის ეზოში მოხდა. ასევე, გვიან ღამით ხმაური იყო ზუგდიდის საოლქო კომისიაში საიდანაც ამომრჩევლების სიები და ბეჭდები გაიტანეს. დღეს დილიდან კომისიასთან აქცია მიმდინარეობს. ოპოზიცია კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს.