სააკაშვილი ზუგდიდზე: უნდა მივაწვეთ, შევუტიოთ, უნდა შევუსრულოთ ივანიშვილს ბოლომდე

თქვენ ხედავთ როგორ მიდის მოვლენები მათ შორის ზუგდიდში, როგორ მიმართავენ ძველ ხრიკებს, მაგრამ ჩვენ უნდა მოვიქცეთ ბევრად უფრო შემტევად. აქეთ კი არ უნდა ვიცავდეთ თავს, უნდა მივაწვეთ ბოლომდე, უნდა შევუსრულოთ ივანიშვილს ბოლომდე ნამდვილად, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეი სააკაშვილი facebook-ზე ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. გუშინ დილით ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსა და ტელეკომპანია "ოდიშის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ. შემთხვევა დადიანების სასახლის ეზოში მოხდა. ასევე, გვიან ღამით ხმაური იყო ზუგდიდის საოლქო კომისიაში საიდანაც ამომრჩევლების სიები და ბეჭდები გაიტანეს. დღეს დილიდან კომისიასთან აქცია მიმდინარეობს. ოპოზიცია კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კარინა ყენია

კომენტარები