შენგელია: ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება და ახალ პერსპექტივას გაუხსნის მოქალაქეებს

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში განვაგრძობთ მოსახლეობასთან შეხვედრებს. დღეს შევხვდით ანაკლიის მოსახლეობას და მათ იმ პრიორიტეტების შესახებ ვესაუბრეთ, რაც ჩვენი მთავარი უპირატესობაა. აღსანიშნავია, რომ ანაკლიაში ხორციელდება რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, აშენდება ადაპტირებული და კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი, ანაკლიასა და განმუხურში ხორციელდება ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ასევე, აღდგება ამფითეატრი, ზღვამდე მისასვლელი ბილიკები, განხორციელდება კაფე-რესტორნის და ხიდის რეაბილიტაცია. ანაკლიაში ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ კერძო სახლებისთვის მიგვენიჭებინა ნომრები, აღნიშნული პროცესი დაწყებულია და ძალიან მალე დასრულდება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხი, ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება და ძალიან ბევრი ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება და ეს პორტი ახალ პერსპექტივას გაუხსნის ჩვენს მოქალაქეებს

ამის შესახებ ქართულიოცნების მერობის კანდიდატმა გეგა შენგელიამ ანაკლიაში მოსახლეობასტან შეხვედრის დროს თქვა.

კომენტარები