არჩევნები 2019

რატიანი ზუგდიდზე: ხელისუფლებას არაფერი დარჩა მოსახლეობისთვის ძალადობის შეთავაზების გარდა

ის რაც ზუგდიდში ხდება შემაშფოთებელია, ფაქტობრივად ხელისფლება არაფერს ერიდება და ყველა ხერხით ცდილობს გადაუწიოს ხელი მოსახლეობას, ხელისუფლებას არაფერი დარჩა გარდა იმისა, რომ შესთავაზოს ძალადობა, სხვას ვერაფერს სთავაზობენ მოსახლეობას.

მოგვდის ინფორმაციები სხვადასხვა რეგიონებიდან, სადაც ვხედავთ სერიოზულ პრობლემებს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და მასწავლებლების დაშინების.

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგო რატიანი ზუგდიდში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შესახებ. ორი დღის წინ ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსა და ტელეკომპანია "ოდიშის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ. შემთხვევა დადიანების სასახლის ეზოში მოხდა. ასევე, ორი დღეა ხმაურია ზუგდიდის საოლქო კომისიაში საიდანაც ამომრჩევლების სიები და ბეჭდები გაიტანეს. ოპოზიცია კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს. რამდენიმე დღის წინ რუსთავი ორმა გაავრცელა კადრები, სადაც სავარაუდოდ, ქართული ოცნების წევრი გია დანელია ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებაზე საუბრობს.

კომენტარები