არჩევნები 2019

ლადო კახაძე: ნახევარი სისხლი მეგრული მაქვს

კოლხები, მეგრელები, ეს ისეთი ხალხია...რას ამბობ, ნახევარი სისხლი მეგრული მაქვს და მე ვიცი მათი მოთმენის ხარისხი, მათი გონიერების ხარისხი, მათი მიტევების ხარისხი, მათი ერთგულების ხარისხი, მათი პატივმიღების ხარისხი საერთო ისტორიის მიმართ, მათი ჭრილობების მოშუშების მცდელობები. საერთოდაც, მეგრულ ნანას რომ დაიმღერებს დედა, ბავშვი აკვანში ირწევა და მეგრული ნანით იზრდება, ის ძალიან ძლიერია, ძალიან მართალია, კეთილია, ზნემაღალია, თავმდაბალია, პატიოსანია და სამეგრელოს მოსახლეობა ზუსტად ამ დახასიათების მიხედვით არის ჩემგან აღქმული და ასეთ ადამიანები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. არეულობის მხარეს არ დადგებიან არცერთ შემთხვევაში

ქართული ოცნების მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ლადო კახაძე პალიტრანიუსის ეთერში ზუგდიდში მიმდინარე მოვლენები შეაფასა.

კომენტარები