ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე: A თუ B-ს ნათესავია, B კი C-სი, A და C ნათესავები არიან

არანაირად კომენტარს აღარ გავაკეთებ. ეს არ არის ამ ეტაპისთვის საინტერესო თემა. ყველა ერთმანეთის ნათესავია, ბატონებო და ქალბატონებო. A თუ B-ს ნათესავია, B თუ C-ს ნათესავია, ამ შემთხვევაში A და C ერთმანეთის ნათესავები არიან. ამ ეტაპზე მე თქვენი ნათესავიც ვარ, ვინაიდან ამ ურთიერთობიდან გამომდინარე, რამდენი წელია, ჩემთან ურთიერთობთ

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი რუსთავი 2-თან საუბარში. ოპოზიციის ინფორმაციით, მირანდა მესხი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შვილის ნათლიაა და "ამიტომ არ რეაგირებს ცენტრალური საარჩევნო კომისია დარღვევაზე".
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეოთხე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები