კობახიძე: ფარული ჩანაწერები ჩვენი არჩევნების "ლამაზ ტრადიციად" იქცა, რომელიც უნდა დასრულდეს

ეს ფარული ჩანაწერები იქცა ჩვენი არჩევნების, სამწუხაროდ, "ლამაზ ტრადიციად". ყოველი არჩევნების წინ ვხედავთ, რომ ქვეყნდება გარკვეული ჩანაწერები. რა თქმა უნდა, საჭიროა ჩაძიება და ამ შემთხვევაში, სამართალდამცავ ორგანოებსაც უნდა მოვუწოდოთ ჩვენ, რომ ჩაეძიონ ამ ინფორმაციას, ნახონ, რამდენად ავთენტურია ეს ინფორმაცია. რამდენად არის საუბარი იქ ისეთ ფაქტებზე, რომელსაც სინამდვილეში შეიძლებოდა, ჰქონოდა ადგილი. აქედან გამომდინარე, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გასცენ ამ ყველაფერს პასუხი. თუმცა, ეს "ლამაზი ტრადიცია" ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერს ეხმაურება, სადაც სავარაუდოდ, ქართული ოცნების ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებაზე საუბრობს. ჩანაწერში, სავარაუდოდ დანელია პირს ეუბნება, რომ "ზემოდან" დავალება მიიღო, რომ ამომრჩევლის ხმები "ნებისმიერ ფასად" მიიღონ და "ყველაფერზე თანხმობაა მიღებული".
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლადო კახაძე

კომენტარები