არჩევნები 2019

კახაძე: შალვა შავგულიძე აბორტმახერების მხარეს დადგა

სამი კომპონენტი არსებობს პოლიტიკურ ველზე, რომელი მაახლოებს სამედიცინო ტემინოლოგიასთან -ეს არის ავადმყოფობა, ავადმყოფი და ექიმი. მე მინდა ექიმი ყოველთვის იდგეს ავადმყოფობის წინააღმდეგ, ავადმყოფის სასარგებლოდ. ჩემდა სამწუხაროდ, ის ექიმი [შალვა შავგულიძე], რომელსაც ჰქონდა პოტენციალი, ავადმყოფობის სასარგებლოდ გადაიხარა და არა ავადმყოფის. იმიტომ რომ [წინა ხელისუფლების] პერიოდში იყო ტოტალური ავადმყოფობა მოდებული ყველა შტოში. ხელისუფლების სამივე შტო იყო დაავადებული და ეს ნათლად გამოაჩინა ხალხთან დამოკიდებულებამ. ამიტომ, გამოჯანმრთელების გზაზე, აქით რომ დადგეს კაცი და აქიდან შეხედოს, ეს გულდაწყვეტით ვთქვი, იმიტომ რომ მისი პოტენციალის რეალიზაციას აქეთ მხარეს უფრო ვხედავდი, ვიდრე იმ მხარეს, ვინც ეს დანაშაულები ჩაიდინა [...] როცა დემოგრაფიაზე საუბარი, მე აბორტმახერების მხარეს ვერ დავდგები. შალვა შავგულიძე დადგა იმათ მხარეს, ეს არის საწუხარი.

მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან", ლადო კახაძე, კონკურენტის, შალვა შავგულიძის შესახებ საუბრობს, რომელიც ამავე ოლქში "ევროპული საქართველოსა" და "თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატია.

კომენტარები