არჩევნები 2019

ბახტაძე ზუგდიდზე: ენმ თავისი რიტორიკით საზოგადოებაში დაძაბულობის შეტანას ცდილობს

არჩევნები არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ ყველგან ჩატარდება უმაღლესი სტანდარტით, მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში. სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობა, როგორც მას სჩვევია, ცდილობს, თავისი აგრესიითა და რიტორიკით შეიტანოს დაძაბულობა საზოგადოებაში, რაც, მათ, ბუნებრივია, არ გამოუვათ. ეს არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. საზოგადოება და თითოეული ჩვენთაგანი, ისე როგორც საერთაშორისო საზოგადოება, კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არჩევნები საქართველოში ყოველთვის ტარდება თავისუფალ გარემოში

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ზუგდიდში დაგეგმილ რიგგარეშე არჩევნებზე. ცნობისთვის, რამდენიმე დღეა, ზუგდიდში დაძაბულობაა - 14 მაისს ენმ-ის კანდიდატს და ფოტოგრაფს თავს დაესხნენ. ამასთან, ოპოზიციის წევრები ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადაყენებას ითხოვს. ოპოზიციის წევრების თქმით, საარჩევნო უბნებზე სამაგიდო სიები, საარჩევნო ბეჭდები და ლუქები არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე გაიგზავნა. გარდა ამისა, ენმ ზუგდიდის საკრებულოში რიგგარეშე სხდომის დანიშვნას და ქართული ოცნების წევრის გია დანელიასთვის დროებით უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს. სწორედ გია დანელია ფიგურირებს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გავრცელებულ ვიდეომასალაში, სადაც სავარაუდოდ, ქართული ოცნების წევრი ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებაზე საუბრობს.

კომენტარები