შუალედური არჩევნები

სააკაშვილი: სანდრას ეს არჩევნები ზუგდიდში მოგებული აქვს, ყველგან მთავრობას აქვს წაგებული

თქვენ ნახეთ, რომ ოპოზიციას ყველა რაიონში აქვს უპირატესობა, ყველა გამოკითხვა ამაზე მეტყველებს, ხალხის განწყობა ამაზე მეტყველებს. რათ გინდათ გამოკითხვა, რა გამოკითხვა გჭირდებათ, რომ გაიგოთ რომ ხალხი არის გაბრაზებული და გამწარებული, ასობით ათასი ადამიანი ტოვებს საქართველოს. ზუგდიდში სანდრას აქვს წარმოუდგენელი უპირატესობა და როგორ შეიძლება, რომ არ ჰქონდეს. ერთ მხარეს არის მსოფლიოში ძაან ცნობილი მნიშვნელოვანი ფიგურა, იმიტომ კი არა რომ ჩემი ოჯახის წევრზე არის საუბარი, რომელსაც სიგიჟემდე უყვარს სამეგრელო, ზუგდიდი, საქართველო და მეორე მხარეს არის მძარცველი ივანიშვილი, რომელსაც ეზიზღება საქართველო და რომელმაც დააყენა მორიგი თავისი შნირი იქ კანდიდატად. ამ სიტუაციაში სანდრას ეს არჩევნები პრაქტიკულად მოგებული აქვს. მინდა ვნახოთ რას აკეთებს ივანიშვილი, ჩაჰყავს იქ დიდი რაოდენობით პოლიცია აპირებს საარჩევნო უბნებზე მანიპულაციას, უკვე ჰყავს ადგილობრივი საოლქო კომისიის თავმჯდომარე უთავმოყვარეო ქალბატონი, რომელიც არის ტიპიური საბჭოთა ძველი გამყალბებელი, თავწაკრული სახმმართველები, რომ მუშაობდნენ ეგ არის ზუგდიდის კომისიის თავმჯდომარე. მორბიან, ხალხს ცემენ, პროვოკაციებს აწყობენ.

მე მინდა მივმართო ახლა ივანიშვილს, მომისმინე კარგად შენ, ეს არჩევნები აქვს სანდრას მოგებული, ისევე როგორც, მე ვიცნობ საარჩევნო ვითარებას ხულოში, ზესტაფონში, მთაწმინდაზე, მარნეულში და ყველგან მთავრობას აქვს წაგებული. უბრალოდ საკითხი დგას ძალიან მარტივად, ან აღიარებთ დამარცხებას და შეეგუები იმას, რომ შენ არ გაქვს აბსოლუტური კონტროლი და საქართველო არ არის შენი დუქანი და შენი პირადი საკუთრება, ან შეეგუებით რომ ხელისუფლება ნელ-ნელა გადადის ხალხის ხელში, ან ვიწყებთ ხალხის მობილიზებას მთელ საქართველოში, ვიწყებთ მშვიდობიან ქმედებას, სანამ საქართველოში არ შეიცვლება ხელისუფლება და არ იქნება ნორმალური არჩევნები.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

კომენტარები