შუალედური არჩევნები

სააკაშვილი ივანიშვილს: სარკეში ჩაიხედე ბიძინა, შენ რანაირად შეიძლება მოუგო სანდრას

მე მინდა მივმართო ახლა ივანიშვილს, მომისმინე კარგად შენ, ეს არჩევნები აქვს სანდრას მოგებული, ისევე როგორც, მე ვიცნობ საარჩევნო ვითარებას ხულოში, ზესტაფონში, მთაწმინდაზე, მარნეულში და ყველგან მთავრობას აქვს წაგებული. უბრალოდ საკითხი დგას ძალიან მარტივად, ან აღიარებთ დამარცხებას და შეეგუები იმას, რომ შენ არ გაქვს აბსოლუტური კონტროლი და საქართველო არ არის შენი დუქანი და შენი პირადი საკუთრება, ან შეეგუებით რომ ხელისუფლება ნელ-ნელა გადადის ხალხის ხელში, ან ვიწყებთ ხალხის მობილიზებას მთელ საქართველოში, ვიწყებთ მშვიდობიან ქმედებას, სანამ საქართველოში არ შეიცვლება ხელისუფლება და არ იქნება ნორმალური არჩევნები. სანდრას ვერ მოუგებთ, სარკეში ჩაიხედე ბიძინა, თუ რაც გქვია, სარკეში ჩაიხედე, შენ რანაირად შეიძლება მოუგო სანდრას. შეხედე სანდრას და შეხედე შენს თავს და შენს გარემოცვას. ან თქვენ წყნარად ნელნელა ხელისუფლებას აძლევთ ხალხს, ანდა ჩვენ ყველა უნდა ვმობილიზდეთ, ეს აღარ არის შანშანდელი ნოემბერი, მე ამას არ გავატარებ. თუ ამ არჩევნებს ის, რაღაც მექანიზმებით ან გააყალბებს ან მოიპარავს, მაშინ ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ საყოველთაო მობილიზაცია საქართველოს მაშტაბით, რადგან ეს ნიშნავს, რომ არჩვენების ინსტიტუტი საქართველოში გაუქმებულია.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში მიმართავს ავრცელებს.

კომენტარები