ბაქრაძე: მწარე რეალობა, რაც ადამიანებს აწუხებთ, თავისით არ შეიცვლება, არჩვენებია ამის გზა

ჩვენ გვაერთიანებს უკეთესი მომავლის რწმენა და იმედი, მაგრამ გვაერთიანებს ჩვენი გაჭირვებული აწმყო. გვაერთიანებს ყველა ის პრობლემა, რომელიც დაგროვდა ქართულ საზოგადოებაში. ჩვენ გვაერთიანებს ის სიღარიბე და უმუშევრობა, რომელიც აწუხებს დღეს ყველა ოჯახს საქართველოში, არ არსებობს ოჯახი, თითზე ჩამოსათვლელი გამონაკლისების გარდა, იმ ოჯახების გარდა, ვინც არიან ხელისუფლებაში და ვინც არიან თანამდებობის პირები და ივანიშვილის ახლობლები. არ არსებობს ოჯახი საქართველოში, მათ გარდა, ვისაც არ აწუხებს სიღარიბე და უმუშევრობა. არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ აწუხებს უცხოეთში იძულებით სამუშაოდ წასული ოჯახის წევრი, რომელიც მოწყდა მის ოჯახს, მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახი არჩინოს. არ არსებობს პენსიონერი, რომელსაც პენსია ყოფნის თვიდან თვემდე, არ არსებობს მშობელი, რომელსაც არ აწუხებს, რომ მის შვილს აკლია ყველაზე ელემენტარული. არ არსებობს ოჯახი, რომელიც საკუთარ მომავალს ხედავს და დარწმუნებულია მის უკეთესობაში. აი, ეს გვაწუხებს დღეს ყველას. გაჭირვებაც, პენსიაც, ცხოვრების გაძვირებაც, ეს ყველაფერი ვიცით, მაგრამ ერთერთი ყველაზე ცუდი, რაც ქართულმა ოცნებამ ამ ქვეყანას მოუტანა, ეს არის ხელის ჩაქნევა, უიმედობა და ნიჰილიზმი. მათ უნდათ, რომ ხალხმა ხელი ჩაიქნიო, არჩევნებზე არ მოვიდეს და თქვან, რომ მაინც არაფერი გვეშველება. მათ უნდათ ხალხმა ბრძოლა შეწყვიტოს, მაგრამ ჩვენ გვინდა რწმენა რომ გვეშველება. გვინდა იმედი, რომ ამ ქვეყანას მომავალი აქვს და ჩვენ გვინდა ბრძოლა, რომ ეს მომავალი რეალური გახდეს.

თითოეულ ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ არჩევნები ეს არის ცვლილებების მოტანა. ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას აწუხებს ჩვენი მწარე რეალობა. ეს რეალობა თავისით არ შეიცვლება. არჩევნების შედეგია გაჭირვებული ცხოვრება, პრობლემები, უიმედობა, სწორედ ამიტომ არ შეიძლება არჩევნების და ცხოვრები და პრობლემების გაყოფა, ტავისიტ არ მოგვარდება, თუ გვინდა პრობლემები მპოოგვარდეს და ხვალინდელი დრე უკეთესი იყოს და წინ  წავიდეთ ამის გზა არის არჩევნებზე მისვლა სწორი არჩევანის გაკეთება და ჩვენი ცხოვრების შეცვლა.

ევროპულმა საქართველომ და თვაისუფალმა დემოკრატებმა ამომრჩეველთან ბოლო წინასაარჩევნო შეხვედრა გამართეს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები