ალასანია: სპეციალურად ჩამოვედი თბილისში, რომ ახლა მე დავუდგე შალვას გვერდით

შალვა შავგულიძე არის ის ღირსეული კაცი, რომელმაც ყოველთვის იცოდა და ეცოდინება, როგორ უნდა დაუდგეს მეგობრებს გვერდით, ყოველთვის იყო იქ, სადაც სჭირდებოდა მეგობრებს, იღებდა ღირსეულ გადაწყვეტილებებს და მეც სპეციალურად ჩამოვედი დღეს თბილისში, აქ არ ვიყავი, რომ ახლა მე დავუდგე შალვას გვერდით, მას სჭირდება დღეს მხარდაჭერა, ამიტომ მოვედი აქ, მოვედი იმისთვის, რომ მეგობარს იმ მომენტში, როდესაც მას სჭირდება, დავუდგე გვერდით. 

პოლიტიკაზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ, მოვედი იმიტომ, რომ მეგობარს დავუჭირო მხარი, მივცე ხმა და დავუდგე გვერდით

თავისუფალი დემოკრატების ყოფილმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მთაწმინდის ოლქში თავისი არჩევანი გააკეთა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები