შავგულიძე: ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს სამართალსა და უსამართლობას შორის

მე დარწმუნებულვარ, მთაწმინდელი ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს სამართალსა და უსამართლობას, კეთილდღეობას და სიღარიბეს, თავისუფლებას, დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრაციასა და კოლონიად რუსეთში დაბრუნებას შორის, მივმართავ მთაწმინდელებს, არ დავრჩეთ სალხში, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი.

ბევრ სიკეთეს ხელისფლებისგან არ ველოდებით, ჩვენ ვნახეთ, როგორი ცუდი საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატარა, ვხედავთ ძალადობას, მოსყიდვის ფაქტებს ზუგდიდში და არ არის გამორიცხული, იგივე მოხდეს მთამწმინდაზე. მთაწმინდაზე პრიორიტეტულად აირჩიეს ცილისმწამებლური პიარკამპანია სხვადასსხვა სახელისუფლო შტოს და მათ შორის, სასამართლოს ჩართულობით, თუმცა, არ არის გამორიცხული, აქ ძალადობას და მოსყიდვასაც ჰქონდეს ადგილი, ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს სახელმწიფოს სახეზე, ამით სახელმწიფოს სახეს აზიანებს და ასეთი ხელისუფლება არ შეიძლება, დავტოვოთ

ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები