არჩევნები 2019

მარგველაშვილი შავგულიძეზე: ამომრჩეველი არჩევს ჯალათს და სიმართლისთვის მებრძოლს

ხმა მივეცი იმას, რომ დამთავრდეს პოლიტიკური ჭაობი და ერთფეროვნება ქართულ პოლიტიკაში, იმისთვის, რომ მოვიდნენ პატრიოტი ადამიანები ხელისუფლებაში, ჭაობი დამთავრდეს, რომელმაც გაგვიბედა და გვითხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი არის ავაზაკი.

მივმართავ მთაწმინდელებს - ვისაც გესმით და არჩევთ თეთრსა და შავს, ეს სიმართლე გადაიტანეთ საარჩევნო ბიულეტენზე და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი.

მთაწმინდელი ამომრჩეველი არჩევს ტყუილს და მართალს, არჩევს ჯალათს და სიმართლისთვის მებრძოლს და ამ ჭეშმარიტებას გადაიტანს საარჩევნო ბიულეტენზე

ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთაწმინდის ოლქში თავისი არჩევანი გააკეთა. მას კითხვა დაუსვეს, შალვა შავგულიძის მიმართ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შტურმი იქონიებს თუ არა გავლენას შედეგებზე, რაზეც თქვა, რომ "მთაწმინდელი ამომრჩეველი არჩევს ტყუილს და მართალს, არჩევს ჯალათს და სიმართლისთვის მებრძოლს და ამ ჭეშმარიტებას გადაიტანს საარჩევნო ბიულეტენზე".

კომენტარები