არჩევნები 2019

მდინარაძე მარგველაშვილზე: არავის გაკვირვებია მისი განცხადება, მიმართულება დღეს არ აურჩევია

ყოფილ პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს პოლიტიკური მიმართულება დღეს არ აურჩევია და არავის გაკვირვებია მისი ეს განცხადება. მას არჩეული ჰქონდა მსგავსი მიმართულება და ამის შესახებ მრავალი განცხადება ჩვენ წარსულშიც გვაქვს ნანახი.

საქართველოს პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან, მამუკა მდინარაძე გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურება. მაგველაშვილმა დღეს თქვა, რომ ხმა მისცა პოლიტიკური ჭაობის და ერთფეროვნების დასრულებას ქართულ პოლიტიკაში, რათა ჭაობი დამთავრდეს და მოვიდნენ პატრიოტი ადამიანები.

კომენტარები