არჩევნები 2019

სააკაშვილი: ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე

ახლა გამოდიან ქართული ოცნების წარმომადგენლები - აი, ნაციონალები ბევრი ჩამოვიდნენ, აი, ნაციონალებს უნდათ არეულობას. ნუ დაკომპლექსდებით, ეს არარაობები, ეს ივანიშვილის შნირები ცდილობენ დაგაკომპლექსონ, რომ არ გადახვიდეთ შეტევაზე, გული გისკდებოდეთ, ვაიმე, ვაიმე პროვოკაციაზე არ წამოვეგოთ. ვინ რაზე უნდა წამოეგოს? ეგენი არიან დამთავრებულები. ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე. ყოველ ჯერზე გვართმევენ არჩევნებს, ყოველ ჯერზე აყალბებენ, ყოველ ჯერზე ივანიშვილი მიმართავს ვირეშმაკობას.

ამბობს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, Facebook მიმართვაში.

კომენტარები