მდინარაძე R2-ს: მოსყიდვაზე რეალური ინფორმაცია რომ იყოს, დაბრალებისთვის ჯილდოს არ დააწესებდით

ასეთი რეალური ინფორმაციები რაიმე მოსყიდვის, დაშინების ან მსგავსი არაკანონიერი ქმედებების შესახებ რომ გქონოდათ, მაშინ არ მოგიწევდათ ჯილდოების დაწესება დაბრალებისთვის. ეს არის ნამდვილი ინფორმაცია, რასაც მე გეუბნებით - ჯილდო დაწესდა იმიტომ, რომ რამენაირად ინფორმაცია წამოსულიყო და ვინმეს დაბრალებოდა მსგავსი ფაქტი, რადგან ასეთი რამ რეალურად არ ფიქსირდებოდა.

ქართული ოცნბების წევრი, მამუკა მდინარაძე რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის განცხადებას ეხმაურება. ნიკა გვარამიას თქმით, ნებისმიერი მოქალაქე, ვინც არჩევნების გაყალბების, მოსყიდვის ან ამომრჩევლის დაშანტაჟების ფაქტებს წარადგენს, რუსთავი 2-ისგან 1 000-ლარიან ჯილდოს მიიღებს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები