არჩევნები 2019

სუბარი გვარამიაზე: ეს არის კლასიკური მოსყიდვის მცდელობა პირდაპირ ეთერში

​მოსყიდვის მცდელობაზე თუ ვლაპარაკობთ, ამად შეიძლება ჩავთვლოთ ნიკა გვარამიას განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ოღონდ ვინმემ რამე მომიტანეთ და ათას ლარს გადაგიხდით. ეს არის კლასიკური მოსყიდვის მცდელობა პირდაპირ ეთერში.

სოზარ სუბარი რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის განცხადებას ეხმაურება. ნიკა გვარამიას თქმით, ნებისმიერი მოქალაქე, ვინც არჩევნების გაყალბების, მოსყიდვის ან ამომრჩევლის დაშანტაჟების ფაქტებს წარადგენს, რუსთავი 2-ისგან 1 000-ლარიან ჯილდოს მიიღებს. 

კომენტარები