არჩევნები 2019

კორძაია: ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ ხელისუფლება გვეუბნება, თითქოს რეაგირება მოახდინა

საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ისევ ხდება თანხების დარიგება მოქალაქეებისთვის და ეს აღმაშფოთებელია. მაგრამ ახლა რატომაც აქ ვიმყოფებით, ეს ყველანაირ ზღვარს სცდება. ეს მესამე შემთხვევაა როდესაც ჟურნალისტს შეეხნენ და ყველაზე ტრაგიკული არის ის, რომ ხელისუფლება გვეუბნება, თითქოს რეაგირება მოახდინა, დააკავა მაგალითად ტვ პირველის ჟურნალისტზე მოძალადე ადამიანი. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ტვ პირველის ჟურნალისტს რისი გადაღებაც სურდა, იმისი გადაღების საშუალება არ მისცეს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. მნიშნველოვანი ის არის, რომ ჟურნალისტმა ასახოს ყველაფერი. მერე ვიღაცას რომ დაიჭერენ, ეს უკვე მეორეხარისხოვანია. აუცილებლად დასაჭერია, მაგრამ მაინც, იმასთან შედარებით, იმ სიკეთესთან შედარებით მეორეხარისხოვანია და ამ შემთხვევაში კაპანაძის დაკავება ყველანაირ ზღვარს სცდება.

 

თამარ კორძაია ზუგდიდში presa.ge-ს რედაქტორის, გიორგი კაპანაძის დაკავებაზე საუბრობს

კომენტარები