არჩევნები 2019

სუბარი: დამაჯერებელი გამარჯვება გვაქვს ყველა ოლქში, თუმცა 3 ოლქში II ტურს არ გამოვრიცხავთ

ჩვენი მონაცემებით, აბსოლუტურად ყველგან 50%-ზე მეტი გვაქვს, თუმცა არის სამი ოლქი, სადაც 50%-ზე ძალიან მეტი, ვთქვათ, 55%-ზე მეტი არ არის მონაცემები - ეს არის ზესტაფონი, მთაწმინდა და ზუგდიდი. ახლა რომ ვამბობთ, რომ 55%-თან მოახლოებული აქვს ჩვენს კანდიდატს და რადგან ეს მონაცემები არ არის ჯერ ზუსტი, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს იყოს 50%-თან ახლოს და  მეორე ტურის ალბათობას არ გამოვრიცხავთ. თუმცა, მეეჭვება, რომ ასეთი დიდი ცდომილება მოგვცეს იმ მონაცემებმა, რომლებსაც ჩვენი წარმომადგენლები გვაწვდიან. ვფიქრობ, დამაჯერებელი გამარჯვებაა პირველივე ტურში ყველა ოლქში, თუმცა, რომც მოხდეს ისე, რომ რომელიმე ერთ ან ორ ოლქში იყოს მეორე ტური, აქ არაფერი ტრაგედია არ არის, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაშიც დამაჯერებელი გამარჯვება არის ჩვენი წარმომადგენლების მხარეს

ქართული ოცნების წევრი სოზარ სუბარი TV პირველის ეთერში.

კომენტარები