არჩევნები 2019

შავგულიძე: ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ მეორე ტური წარმატებით დავასრულოთ

მაინც უფრო მოსალოდნელი, ჩემი აზრით, არის მეორე ტური [...] თუ იქნა მეორე ტური, ჩვენ გვაქვს ის რესურსი, რომ მეორე ტური წარმატებით დავასრულოთ. საერთო ჯამში, თუ ჩვენ დავინახავთ ხელისუფლების სასარგებლოდ მიცემულ ხმებს და ოპოზიციის სასარგებლოდ მიცემულ ხმებს, ოპოზიციის ხმები ჭარბობს. ეს იმის მაჩვენებელია, რომ მეორე ტურში გასულ ოპოზიციურ კანდიდატს მეტი შანსი აქვს თავისი შესაძლებლობების გაზრდის ვიდრე ხელისუფლების კანდიდატს.

შალვა შავგულიძე მთაწმინდაზე ჩატარებულ არჩევნებს აფასებს

კომენტარები