რულოვსი: ვისაც უნდა გამომყვეს სოფელ-სოფელ, როგორც გამსახურდია დადიოდა, მეც მზად ვარ

მე არ ვიცი რას აპირებენ მეორე ბანაკში, ჯერ ჩუმად არიან და თუ პირველ ტურში გამოაცხადებენ გამარჯვებას, ჩვენ ამას არ შევეგუებით არანაირად, იმიტომ რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. პირველი ტური მათ არ აქვთ მოგებული, ჩვენ გვაქვს მოგებული და ჩვენ არ დავუშვებთ მეორე ტურს, იმიტომ რომ არ გვჭირდება, ჩვენ მოგებული გვაქვს პირნათლად და ჩვენ არ შევეგუებით, რატომ? იმიტომ რომ არ გვინდა ქვეყანა დავკარგოთ. თუ ისინი მაინც პირველ ტურში თავს გამარჯვებულად გამოაცხადებენ, ვისაც უნდა გამომყვეს მთელ საქართველოში, სოფელ-სოფელში როგორც ზვიად გამსახურდია დადიოდა მაშინ რეფერენდუმის დროს, მეც მზად ვარ ამ ქვეყნისთვის ამ ნაბიჯის გადასადგემლად. მე არ გირჩევთ რომ პირველ ტურში გამარჯვებულად გამოცხადდეთ, იმიტომ რომ მე ამისთვის ვარ მზად, რა ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, თქვენ კიდევ არ მიცნობთ და ვინც მიცნობს, იცის რომ მე არ ვხუმრობ. ჩვენ მოგებული გვაქვს პირველი ტური და თუ ისინი გამოაცხადებენ პირველ ტურს მოგებულს, მიიღებენ მთელი ქვეყნის პროტესტს.

სანდრა რულოვსი ზუგდიდში ჩატარებულ მერის არჩევნებზე საუბრობს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები