არჩევნები 2019

მელია: თუ ვიტყვით, უნდა გავაკეთოთ, სიტყვების რახა-რუხს თავი დავანებოთ, მიმხვედრი მიხვდება

ერთი რამე უნდა ვთქვა - ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს ეხება, რაღაცას თუ ვიტყვით, უნდა გავაკეთოთ. სიტყვების რახა-რუხს თავი უნდა დავანებოთ, ხალხნო რა. არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება. არაფერი ისე არ აგდებს ჩვენს ამომრჩეველს ფრუსტრაციაში და არაფერი არ იწვევს ისეთ იმედგაცრუებას, როგორც გულზე მჯიღის ცემა, რომ "ახლა მოვალ, დედას გიტირებთ" და არ მოდიხართ. "ახლა გამოვა ხალხი გარეთ ქუჩაში" და ამას არ ვაკეთებთ, ეს არ შეიძლება. არაფერი ისე არ აგდებს ამომრჩეველს დეპრესიაში, როგორც ეს დამოკიდებულება.

ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსი გამოდის, რომ "ახლა ეს თუ არ იქნება, გამოვალ ხვალ და დავიწყებ რევოლუციას", არ იწყება ეს რევოლუცია და უარეს სასოწარკვეთაში ვაგდებთ ამომრჩეველს. არ შეიძლება ასეთი წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება, მიმხვედრი მიხვდება, თუნდაც ჩემი პარტიის, თუნდაც გაერთიანებული ოპოზიცის წარმომადგენელი იყოს

ენმ-ის ერთერთი ლიდერი ნიკა მელია გადაცემაში "განსხვავებული აქცენტები". აღსანიშნავია, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ თქვა, რომ საქართველოში ჩამოვიდოდა და "ხალხთან ერთად" იბრძოლებდა.

კომენტარები