არჩევნები 2019

სააკაშვილი: ბრძოლა გამარჯვებამდე, მე არ გავჩერდები არც ერთი წამით

ჯერ შორდება ივანიშვილი და მერე არის არჩევნები, ივანიშვილი და არჩევნები ამ ქვეყანაში არის შეუთავსებელი, ეს მე შემეძლო, გადმომეცა ხელისუფლება მშვიდობიანად და ეს კაცი არაფრის გადმოცემას არ აპირებს არც ერთი ფორმით.

მე მთლიანად მხარს ვუჭერ და ვუერთდები სანდრას მოწოდებას - ახლა ჩვენ გვჭირდება ხარისხობრივად სულ სხვა რაღაცა, არ ვაპირებთ გავჩერდეთ, ეს აღარ არის გასული წლის ნოემბერი, როდესაც მივიღეთ ის, რაც იყო, ცოტა ვიბუზღუნეთ და შემდეგ დავიშალეთ, ვერ ეღირსებით, ბრძოლა გამარჯვებამდე, და მე არ გავჩერდები არც ერთი წამით, სანამ ივანიშვილს არ ჩამოვაშორებთ საქართველოს მმართველობას. ვუჭერ მხარს სანდრას მოწოდებას - მოიაროთ თითოეული სოფელი, მიხვიდეთ ყველგან, სადაც კიდევ დარჩა ხალხი

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის არჩევნების შედეგებზე.

კომენტარები