არჩევნები 2019

სააკაშვილი: ხვალიდან იწყება ქმედება, არ გვაქვს დალოდების დრო, სანდრა არ დაიღლება, არც მე

მინდა გთხოვოთ, არ გავჩერდეთ არც ერთი წუთით, არ დავიღალოთ, არ ჩამოვუშვათ ხელები, არ დავნებდეთ, დანებებაზე ფიქრიც კი ამოვიღოთ თავიდან და ქვეყნიდან გაქცევაზე, ქვეყნიდან წასვლაზე, სამუდამოდ წასვლაზე ფიქრიც კი ამოვიგდოთ თავიდან. მე მთლიანად მხარს ვუჭერ სანდრას ინიციატივას, და ერთი სული მაქვს, როდის შემეძლება ადგილზე იმ დიდ ტალღაში, რომელიც გადაარჩენს საქართველოს და წალეკავს ივანიშვილს. აჰა, გამოწვევა მიღებულია, ყველაფერი გააკეთა, რომ არჩევნები ძალადობის და ხალხის დამცირების დემონსტრაციად ექცია, მთლიანად გაანადგურა პოლიტიკური სისტემა, მთლიანად გააბანძა ქვეყანა და სოფლის ორღობედ აქცია, მაგრამ ჩვენ უნდა გამოვათრიოთ ქვეყანა ამ ორღობიდან, მოკლედ, ხვალიდან იწყება ქმედება, ჩვენ არ გვაქვს არც ერთი წუთით დალოდების საშუალება და დრო, სანდრა არ დაიღლება, მე არ დავიღლები და იმედია, თქვენც არ დაიღლებით

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის არჩევნების შედეგებზე.

კომენტარები