არჩევნები 2019

ბესელია: თავდაყირა დაყენებული სასამართლო არ მიიღო მთაწმინდის ამომრჩეველმა

თავდაყირა დაყენებული სასამართლო არ მიიღო მთაწმინდის ამომრჩეველმა, მოსალოდნელი შედეგია...

ასე აფასებს ქართული ოცნებიდან წასული ეკა ბესელია 19 მაისს მთაწინდაზე ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს, სადაც ქართული ოცნების კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმების 41%, ხოლო ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატმა შალვა შავგულიძემ - 36.83% მიიღო. მეორე ტური სწორედ ამ ორ კანდიდატს შორის გაიმართება.

კომენტარები