არჩევნები 2019

ღარიბაშვილი: ჩვენ ვართ პოლიტიკაში უალტერნატივო ძალა, ჩვენ ვხედავთ და ვასწორებთ შეცდომებს

ქართული ოცნება ქართულ პოლიტიკაში არის უალტერნატივო ძალა. ჩვენ დავამტკიცეთ რომ ვართ აბსოლუტურად მგრძნობიარე პოლიტიკური ძალა, რომელიც რეაგირებს შეცდომებზე, რომელიც ხედავს შეცდომებს, რომელიც ასწორებს შეცდომებს და მიდის წინ. მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ გვსურს, ქვეყანა მშვიდობით და სტაბილურობით წავიყვანოთ წინ, გადავიყვანოთ განვითარების ახალ ეტაპზე და რაც მთავარია, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა გავხადოთ რეალურად ხელშესახები და ეს ყველაფერი მოხდეს ძალიან მალე

ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი იმედი LIVE-ში, შუალედური/რიგგარეშე არჩევნების შედეგების შესახებ.

კომენტარები