არჩევნები 2019

ღარიბაშვილი რულოვსს: დაისვენეთ და მიხედეთ თქვენს მეუღლეს, ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას

ის ფაქტი, რომ ამ ადამიანმა მისი ცოლი, მისი მეუღლე გამოუშვა ამ ბრძოლაში, მე მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია. ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ამ ქვეყანაში გამოიტანს ასეთ დასკვნას, რომ ეს ადამიანი როგორც იქცეოდა ომში, 2008 წელს, როდესაც მან გამოაჩინა და მთელი ქვეყნის სირცხვილი აჩვენა მთელ მსოფლიოს, როგორც მხდალმა ადამიანმა, მხდალმა პოლიტიკოსმა, მან იგივე გაიმეორა ამ შემთხვევაშიც - არჩევნებში გამოუშვა თავისი მეუღლე.

ახლა უფრო უარესიც - ვნახეთ ყველამ, რომ ის მთელ მსოფლიოში მოგზაურობს, თავისუფლად გადაადგილდება, საკმაოდ ფუფუნებაში ცხოვრობს და ამავდროულად, მოუწოდებს თავის ამომრჩეველს, რომ წავიდნენ გარკვეულ დესტრუქციაზე. ეს აბსოლუტურად მიუღებელი და მეორე მხრივ, სასაცილოა, ვინაიდან ის დაადგა მარგინალიზაციის გზას, მინდა ერთი რჩევა მივცე ქალბატონ სანდრას, რომელიც იყო ჩვენი კანდიდატის ოპონენტი - დაისვენეთ და მას ვურჩევდი, მიხედოს თავის მეუღლეს, ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას

ქართული ოცნების პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი LIVE-ს ეთერში სექსისტური განცხადებები გააკეთა.

კომენტარები