მეორე ტური მთაწმინდაზე

გეგელია: მხარს არავის დავუჭერ, ჩემთვის მნიშვნელოვანია პარლამენტში ჩემი დღის წესრიგი ისმოდეს

არა, არცერთ კანდიდატს არ დავუჭერ მხარს მეორე ტურში. მე პოლიტიკურ ბრძოლაში ჩავერთე იმისთვის, რომ დამეცვა ჩემი ხედვა განვითარების, ჩემი ხედვა იმისი, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის განვითარება. ეს არის ჩემ შემთხვევაში სოციალური სახელმწიფოს იდეა, ინდუსტრიალიზება, მშრომელთა უფლებები, განვითარების პარადიგმა, ბავშვთა შიმშილის დამარცხება, ეკოლოგია და სხვა და სხვა. მე ვცადე, მეტი და მეტი ადამიანისთვის მეთქვა, რომ ასეთი ხედვაც არსებობს ქვეყნის განვითარებაზე და ძალიან მიხარია, რომ ბევრმა ადამიანმა გაიგო ეს პოლიტიკური ხმაც. გვჭირდება ყველანაირი პოლიტიკური ხმა. რაც შეეხება მეორე ტურს, მეორე ტურში მე ვერ ვხედავ კანდიდატს, რომელიც ამ იდეებს ლობირებს, თუნდაც ცოტათი, ამიტომ, ჩვენი კამპანიის პოზიციაა, რომ არცერთ კანდიდატს არ ვუჭერთ მხარს მეორე ტურში.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ის პოლიტიკური დღის წესრიგი ისმოდეს პარლამენტში, რაც ჩემს კამპანიას ჰქონდა. ამიტომ, როგორც პოლიტიკოსი მე ვერ მივემხრობი ვერცერთ მათგანს

დამოუკიდებელი კანდიდატი მთაწმინდის ოლქში გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ მეორე ტურში მხარს არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს. მთაწმინდის ოლქში სულ მალე მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ერთმანეთს ორი კანდიდატი დაუპირისპირდება, ქართული ოცნების წევრი ლადო კახაძე და ოპოზიციის მხარდაჭერილი კანდიდატი შალვა შავგულიძე

კომენტარები