მეორე ტური მთაწმინდაზე

იოსელიანი შავგულიძის მხარდაჭერაზე: ჯერ არ გადამიწყვეტია

მე ვაპირებ, რომ პირველ პირში ვკითხო აზრი იმ ხალხს, ვინც მე მხარი დამიჭირა და ამის შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება [დავუჭერ თუ არა მხარს შავგულიძეს]. მოსახლეობას ვგულისხმობ. მე ფეხით მაქვს შემოვლილი მთელი მთაწმინდა, ჩემი მხარდამჭერები ვინ არიან, ყველა ვიცი, მათი კოორდინატები გვაქვს, ისევ შემოვივლი, ისევ დავუკავშირდები და მათთან კომუნიკაციის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ ეს მხარდაჭერა მე არ მეკუთვნის. ერთხელ თუ შევძელი [შემოვლა], მეორედ რა შემიშლის ხელს?

ალეკო ელისაშვილის "სამოქალაქო მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მთაწმინდის ოლქში, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ჯერ მთაწმინდის ამომრჩეველს უნდა ჰკითხოს, დაუჭერს თუ არა მხარს შალვა შავგულიძეს მეორე ტურში. მთაწმინდის ოლქში ერთმანეთს ხელისუფლების კანდიდატი ლადო კახაძე და ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი შალვა შავგულიძე დაუპირისპირდებიან

კომენტარები