არჩევნები 2019

კახაძე: იმ 9 წელიწადში ჩადენილ უბედურებას 7 წელი რას უშველის 

ერთმა ამიხსნას ექიმ კაცს, ექიმს. ერთი პატარა ბაქტერია შეიჭრება უადგილო ადგილას და ისეთ უბედურებას ატრიალებს ხოლმე ორგანიზმში. ვინმემ ამიხსნას, პოლიტიკური ბაქტერიების შეჭრის შემდეგ როგორ შეიძლება, დააწყო უკან. აბრალებენ, 7 წელიწადი გავიდა, სამართალი ვერ აღდგაო. იმ 9 წელიწადში ჩადენილ უბედურებას 7 წელი რას უშველის, კაცო. 

თქვა ქართული ოცნების მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ პალიტრა ნიუსის გადაცემაში "360 გრადუსი". მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტური გაიმართება კახაძეს და ევროპული საქართველოს კანდიდატს, შალვა შავგულიძეს შორის. 

კომენტარები