არჩევნები 2019

მდინარაძე NDI-ის კვლევაზე: არსებობს ყველაზე კარგი კვლევა და ამას ჰქვია არჩევნები

არსებობს ყველაზე კარგი კვლევა და ამ კვლევას ჰქვია არჩევნები. როდესაც რომელიმე სხვა კვლევა, დაახლოებით 40%-ით ცდება ამ შედეგებს, რომელიც არჩევნებზე დაიდო, სულ რაღაც 2 დღის წინ, მაშინ ვფიქრობ რომ ძალიან უხერხულია და ამის მიზეზი, რადგან მეკითხებით პირდაპირ გეტყვით, არის ის, თუ ვინ ატარებს საველე სამუშაოებს საქართველოში. CRRC მერამდენედ უკვე, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოაჩინა სხვადასხვა ორგანიზაციები. სოციოლოგიური ხრიკების გამოყენებით, ზედემტ-ნაკლებად რეალური მონაცემები მიუთითოს იმისათვის, რომ მოიტყუოს მთავარი, რომ ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი არის დაბალი და ამასობაში იზრდება მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი. ამაზე სასაცილო მომენტი არ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ საზოგადოებაც უკვე ხვდება რასთან გვაქვს საქმე.

ასე აფასებს ქართული ოცნების წევრი, მამუკა მდინარაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალ კვლევას.

კომენტარები