ბუღაძე: ჯაფარიძე ძალადობრივ სისტემაზე საუბრობს და ზურგს უკან ბოლშევიკების დროშა უკიდია

ეს ადამიანი აქ ძალადობრივი სისტემის შესახებ გამოთქვამს თავის აზრს მთაწმინდის არჩევნების კონტექსტში, რაც შესაძლოა ვიღაცისთვის საკამათო იყოს, ვიღაცისთვის არა, მაგრამ ამ შემთხევაში არა თემა, არამედ სიმბოლოა მნიშვნელოვანი - ზურგს უკან მას მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ძალადობრივი სისტემის "ხატება" - ბოლშევიკების წითელი დროშა უკიდია თავისი ნამგალით და უროთი, რომლის ფრიალის ფონზეც მილიონობით ადამიანი გააქრეს და მოკლეს სსრკ-ს გულაგებში. მათ შორის, აქტუალურ მთაწმინდაზე, ინგოროყვას 22-ში (ყოფილ ძერჟინსკის ქუჩაზე), სადაც წესით მუზეუმი უნდა იყოს გახსნილი, რომელიც ისტორიის ფეხებზე დამკიდებლებს კიდევ ერთხელ შეახსენებდა, რა სისხლიანი კოშმარი ტრიალებდა ხსენებული წითელი ალმის ქვეშ.

პუტინის საამებლად დღესაც ამავე დროშას აფრიალებენ ნეოსტალინურ-ოლიგარქიული რუსეთის ეპიცენტრში - წითელ მოედანზე და პროპაგანდისტულ-პუტინისტურ "9 მაისებზე". მსგავსი წარმატებით შეგვიძლია გამოვიკიდოთ მესამე რაიხის ნაცისტური "სვასტიკა", თუკი ვფიქრობთ, რომ სიმბოლოებს იმაზე ნაკლები მნიშვნელობა აქვთ, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია, ან სულ მცირე, ძალადობაზე მაინც არ ვისაუბროთ, თუკი სტალინის დროშით კეკლუცობის ჟინს ვერ ვძლევთ ჩვენში

მწერალი ლაშა ბუღაძე გირჩის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ვიდეოიმამართვას ეხმაურება, რომელიც მთაწმინდის შუალედური არჩევნების მეორე ტურს ეხება.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები